თეგებით ძიება

ერთი ჩრდილოეთ კორეა დაგრჩათ (ატომური ბომბი აქვს) და რამე იჩალიჩეთ, თორემ დაგექცათ ოჯახი - ხუხაშვილი ოცნებას

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ყველა ტვინების გამოსარეცხი საარჩევნო-სამაშველო რგოლი ხავსი აღმოჩნდა ოცნებისთვის:

აფხაზეთს დავიბრუნებთო და რუსებმაც და აფხაზებმაც - თქვენ ალაოდ ხომ არ ხართო.

ჩინეთს ხელები დაუკოცნეს, თავშეკავებისთვის სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადეს - ქარხანას აშენებს “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკაში”.

ერთი ჩრდილოეთ კორეა დაგრჩათ (ატომური ბომბი აქვს) და რამე იჩალიჩეთ, თორემ დაგექცათ ოჯახი… - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ჩინელი ინვესტორები ოკუპირებულ ცხინვალში ქარხანას ააშენებენ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს, რომ ჩინეთის დელეგაციები მათთან სტუმრად ჩავიდნენ და თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა