უკრაინული მზვერავი ძაღლი "ვასია" მოკვდა
უკრაინული მზვერავი ძაღლი "ვასია" მოკვდა - ინფორმაციას უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათივე ცნობით ოთხფეხა მეომარი მას შემდეგ დაავადდა, რაც 2021 წელს ფრონტის ხაზზე ხაფანგში მოყვა, მისგან თავის დასაღწევად კი თათი მოიჭამა და ისევ უკრაინელ მებრძოლებთან დაბრუნდა.
ცხოველი სამკურნალოდ წაყვანილი ჰყავდათ პოლონეთში, სადაც თათის პროთეზი გაუკეთეს. რეაბილიტაციის კურსის შემდეგ მზვერავი კანე კორსო უკრაინაში, თავის პატრონთან დააბრუნეს. სააგენტოს ცნობით, მძიმედ დაავადებულ ძაღლს გული გაუსკდა.
უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ომში ხშირად მათი ოთხფეხა "მეგობრები და მებრძოლებიც" არიან. 2022 წელს უკრაინულ გამნაღმველ ძაღლ "პატრონს" კანის კინოფესტივალის პრემია Palm Dog Award-ი მიენიჭა.