თეგებით ძიება

ვგმობთ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში -

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდბერგისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ გმობს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.

„ვგმობთ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, - აღნიშნულია გაბრიელიუს ლანდბერგისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა