თეგებით ძიება

თუკი მხარს არ დაუჭერენ „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონპროექტს, საბოლოოდ დადგებიან არა ქართველი ხალხის, არამედ, საკუთარი უცხოელი პატრონების მხარეს - პაპუაშვილი ოპოზიციაზე

რაც შეეხება პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების უფლებების დაცვის შესახებ“, იცით, რომ ეს პაკეტი დღეს დაინიცირდა და დღეს ბიუროს მიერ უკვე გადაეცემა შესაბამის კომიტეტებს განსახილველად. პარლამენტი უკვე საკომიტეტო და პლენარული სხდომის ფორმატში დაიწყებს განხილვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ამაშია მთელი პარადოქსი, ერთის მხრივ ამბობენ, რომ თითქოს საარჩევნო მიზნები აქვს ამ ყველაფერს. ანუ, რა გამოდის, რომ ამით აღიარებენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და ქართველი ხალხისგან მოწონებული კანონპროექტი, სინამდვილეში ხომ ამას აღიარებენ ამ ყველაფრით.

თუკი ეს ქართველი ხალხის ინტერესშია, მაშინ რატომ არ უჭერენ მას მხარს, თუკი ეს ქართველი ხალხის მხრიდან არის მოწონებული, რატომ არ უჭერენ მხარს. გამოდის, რომ ისინი ხელმძღვანელობენ არა ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებისგან, არამედ, ხელმძღვანელობენ მათი უცხოელი პატრონების დაკვეთით, კარნახით, წარბის აწევით თუ ა.შ. აი, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის სასარგებლო იდეების ჭიდილი იყოს, არამედ, მთლიანად უყურებს იმას, რას ეტყვიან მას გარედან, როგორ საარჩევნო ტაქტიკას დაუსახავენ, რომელ კანონს დაუჭირონ მხარი, რომელ კანონს არ დაუჭირონ მხარი.

ამ კანონპროექტზე, პაკეტზე, როგორც ვთქვი, 17 მაისს შედგა ფაქტობრივი სახალხო რეფერენდუმი და ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ ჩვენი სახალხო განხილვის დროს, რომელიც რეგიონში იყო, არამედ, 17 მაისს უკვე ქუჩაში გამოსვლით მხარი დაუჭირა ამ პაკეტს. ამიტომ, ახლა ოპოზიციას რაც შეეხება, მათ ერთადერთი შედეგი ექნებათ საბოლოო ჯამში, თუკი მხარს არ დაუჭერენ ამ კანონპროექტს, რომ საბოლოოდ დადგებიან არა ქართველი ხალხის, არამედ, საკუთარი უცხოელი პატრონების მხარეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა