ახალციხეში ყირიმ–კონგოს 3 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო ერთ თვეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების სამი შემთხვევიდან, ერთი ვალეში, ხოლო ორი სოფელ აგარაში დაფიქსირდა.
სამივე პაციენტი სამკურნალოდ თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს, ამ ეტაპზე ყველა მათგანი გამოჯანმრთელებულია.
წყარო: „სამხრეთის კარიბჭე“