ანატოლი ბიბილოვის პარტია ე.წ. „პარლამენტში“ მუშაობაზე უარს ამბობს
სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ახალ "პარლამენტში" მუშაობაზე უარს აცხადებს - პარტია "ერთიანმა ოსეთმა" ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება უკვე წარადგინა, სადაც საუბარია "არჩევნების" დროს დარღვევებსა და კენჭისყრის პროცესის უსამართლოდ წარმართვაზე.
„ვლადიკავკაზში გახსნილ საარჩევნო უბანზე, 733 ბიულეტენი არა მხოლოდ ბათილად იქნა ცნობილი, არამედ ვიღაცამ კრიმინალურად შეცვალა მელანი, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ აორთქლდა. მიგვაჩნია, რომ შედეგების აღიარება არის დანაშაული და ღალატი ჩვენი ხალხის მიმართ.
მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ვლადიკავკაზის უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას“, - აცხადებენ პარტიაში.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ცესკოს, ჯერ არ გამოუქვეყნებია ყველა "საარჩევნო უბნის" შედეგები, თუმცა ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პარტია „ნიკასმა“ უკვე განაცხადა, რომ ახალ "პარლამენტში" მანდატების უმრავლესობას იღებენ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „საპარლამენტო არჩევნები“ 9 ივნისს ჩატარდა