ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი გადაყლაპა - უმძიმესი კადრები (+18)
გასულ კვირას ინდონეზიაში შემზარავი შემთხვევა მოხდა. ოთხი შვილის დედა, ფარიდა, ადგილობრივ ბაზარში წავიდა, საიდანაც ის გაუჩინარდა.
როდესაც ქალი საღამოს სახლში არ დაბრუნდა, მეუღლემ, სახელად ნონიმ, ადგილობრივებთან ერთად ცოლის მოძებნა დაიწყო. მოხალისეებისგან შემდგარმა ჯგუფმა ტყეში გიგანტური პითონი იპოვა, რომელსაც მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი.
მამაკაცებმა ქვეწარმავალი ადგილზე მოკლეს და მუცელი მაჩეტეთი გაუჭრეს. სამწუხაროდ, ქალი გველის ნაწლავში იპოვეს. როგორც ჩანს, პითონმა ჯერ ფეხზე უკბინა, შემდეგ დაახრჩო და მთლიანად გადაყლაპა.
მედიაში შემთხვევის ადგილიდან უმძიმესი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ამოიღეს ფარიდას ცხედარი პითონის მუცლიდან.