თეგებით ძიება

ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი - ბექა ოდიშარია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის ეგზისტენციალური საკითხი.

„ოპოზიცია, რომელიც გამოდის აზვირთებული ამ კანონპროექტის წინააღმდეგ, გარწმუნებთ, არის დაკავშირებული ამ პროპაგანდასთან. ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და ამიტომ ჩვენ წინ აღვუდგებით ამას. მორალურ პოლიციას ჩვენ არ ვქმნით, ჩვენ შორს ვართ ამისგან. სამაგიეროდ, ძალიან ახლოს და მჭიდროდ ვართ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტთან და ამის გარანტია იქნება „ქართული ოცნება“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა