ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ
სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. სამი პირი მას სახლთან დახვდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქტივისტმა სალომე ბარკერმა გაავრცელა.
"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა.
სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს აქტივისტი, სალომე ბარკერი.