"ჩვენი სისხლის დაღვრის გარეშე როგორ იქნებოდა! " - ზუკა ბერძენიშვილს ქუჩაში სასტიკად გაუსწორდნენ: რას წერენ მისი მამა და ბიძა?
სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარს ეხმაურებიან ზუკას მამა და ბიძა.
"ჯგრო! პასუხი იმ "ხალოპ" პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები.
ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე", - წერს "ფეისბუქში" დავით ბერძენიშვილი.
პოსტის ქვემოთ კი ნაცემი ახალგაზრდის ბიძა ლევან ბერძენიშვილი შემდეგს წერს:
"ჩვენი სისხლის დაღვრის გარეშე როგორ იქნებოდა! გმადლობ, ღმერთო, ბერძენიშვილი რომ ვარ, ზუკას სისხლის რომ ვარ. საქართველოს მტრებო, ერთიანად შ!".
შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.