ჯო ბაიდენი „ჰამასს“ მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ჰამასს“ მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღოს.
„გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო ჩვენი რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს „ჰამასს“, ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს. „ჰამასი“ აცხადებს, რომ მას ცეცხლის შეწყვეტა სურს. ეს გარიგება არის შესაძლებლობა იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ამას გულისხმობენ“, - წერს ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში.
შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც „ჰამასს” მოუწოდებს, დაეთანხმოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ სამ ეტაპიან წინადადებას მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას მხარი საბჭოს თოთხმეტმა წევრმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ არცერთი არ წასულა. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, რუსეთი იყო.