თეგებით ძიება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცესკოს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ოსეთი“ 202 ხმით უსწრებს ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია „ნიხასს“

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისია ყველა ე.წ. საარჩევნო უბნის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ოსეთი“ 202 ხმით უსწრებს ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია „ნიხასს“.

ე.წ. „ცესკოს“ ცნობით, საჭირო 7 პროცენტიანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა, მათ შორის „სახალხო პარტიამ“ და „კომუნისტურმა პარტიამ“.

ე.წ. „ცესკომ“ ასევე გამოაქვეყნა იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც ერთმანდატიან ე.წ. საარჩევნო ოლქებში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ესენი არიან: ივან სლანოვი, ოლეგ კოზაევი, ალექსანდრე გასიევი, კონსტანტინე პლიევი, აზამატ ძანაევი, მალხაზ გაგლოევი, აზამატ ბეკოევი, ალან გაგლოევი, არკადი კაჩმაზოვი, ალიკ ძაგოევი, არსენ კვეზეროვი, იბრაგიმ ხარებოვი, ალან ხუგაევი, ზაზაზა გაღლოევი, ანდრეი ბაღანია, ელდარ ახმედოვი.

პარტია „ნიხასმა“ შედეგების გამოქვეყნებამდე განაცხადა, რომ ე.წ. „პარლამენტში“ მანდატების უმრავლესობას მიიღებს. ზოგიერთმა ერთმანდატიანმა ე.წ საარჩევნო ოლქის „კანდიდატმა“ უკვე გამოაცხადა, რომ მასთან ითანამშრომლებს. ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია, „ერთიანი ოსეთი“ აცხადებს, რომ ე.წ „პარლამენტში“ არ იმუშავებს, „სანამ სამართლიანობა არ აღდგება და კენჭისყრის სამართლიანი შედეგების დადგენა არ მოხდება“. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ერთიანმა ოსეთმა“ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ე.წ. არჩევნების დროს დაფიქსირებული მასობრივი დარღვევების შესახებ განცხადება უკვე წარადგინა, სადაც საუბარია პასპორტების დარიგებასა და ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვის შესახებ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა