პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იხსნება
პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იხსნება. რეგისტრაცია დეპუტატებმა ორჯერ გაიარეს, თუმცა სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობა - 76 დეპუტატი სხდომათა დარბაზში არ აღმოჩნდა.
პირველი რეგისტრაციისას ტაბლოზე 71 დეპუტატი დაფიქსირდა, განმეორებითი რეგისტრაციის დროს კი 73.
დეპუტატები ხანმოკლე შესვენების შემდეგ რეგისტრაციის პროცესს კიდევ ერთხელ გაივლიან.
ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღევანდელ პლენარულ სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.