დავით ბერძენიშვილი: პასუხი პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ივანიშვილი დაისჯება
აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის მამა, დავით ბერძენიშვილი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, მის შვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება
"ჯგრო. პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები. ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე", — წერს ფეისბუქზე დავით ბერძენიშვილი.
დღეს, 11 ივნისს, აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ "აღშფოთებული მოქალაქეები" და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", — დაწერა აქტივისტმა სალომე ბარკერმა.