თეგებით ძიება

სვეტი ოპოზიციონერები მარტო ჩვენ ვართ, დანარჩენები „ქოცები“ და „ნაცები“ არიან - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილმა ქარტიამ ჩაილურის წყალი დალია.

„ქარტია არავის ახსოვს და არჩევნების შემდეგ გავიხსენებთო. ჩვენ სწორედ ამის გვეშინოდა და ვამბობდით, რომ ქარტია სხვანაირი უნდა იყოს-თქო. ადამიანები ქარტიას უნდა მიყვნენ და არა არჩევნების შემდეგ მივხედავთო“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „გირჩი“ ოპოზიციის გაერთიანებას გულშემატკივრობს.

„ამის კონტურები არის და კოლეგებს გაერთიანებისთვის წარმატებებს ვუსურვებთ. სვეტი ოპოზიციონერები მარტო ჩვენ ვართ, დანარჩენები არიან „ქოცები“ და „ნაცები“, მიუხედავად იმისა, რომ რეესტრში 300 ოპოზიციური პარტია არსებობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა