თეგებით ძიება

ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - როგორია აქტივისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

"სირცხვილიას" წევრს, დღეს დილით, სახლთან, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტების ინფორმაციით, ბერძენიშვილს სამი პირი ზურგიდან მიეპარა და ფიზიკურად გაუსწორდა. ის ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ბერძენიშვილს გამოკვლევები ჩაუტარდა.

ექიმი ილია ოქროჯანაშვილი აცხადებს, რომ ბერძენიშვილი კვლევის პროცესშია.

"აღენიშნება სახის მიდამოზე რბილი ქსოვილების ტრავმა. ამ ეტაპზე, იმყოფება კვლევის პროცესში. დინამიკაში განვსაზღვრავთ მკურნალობის ტაქტიკას,"- აცხადებს ექიმი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა