„მადლობა მხარდაჭერისთვის“ - ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია დასრულდა
ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია დასრულდა - ინფორმაციას სალომე ბარკერი ავრცელებს.
ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ყველას უდიდესი მადლობა ზღვა მხარდაჭერისთვის," - წერს სალომე ბარკერი.
"სირცხვილიას" წევრს, დღეს დილით, სახლთან, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტების ინფორმაციით, ბერძენიშვილს სამი პირი ზურგიდან მიეპარა და ფიზიკურად გაუსწორდა. ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.