“მოსალოდნელია მზიანი და ცხელი ამინდი, ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს” - მეტეოროლოგი
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლესი დღეების პროგნოზზე წერს:
"მომდევნო 4 დღე ხასიათდება ძლიერი მეტეოროლოგიური დიქოტომიით ჩვენს ქვეყანაში. თუ, ერთის მხრივ, ჩვენ ვიპოვით გამოხატული არასტაბილურობის კონტექსტს აღმოსავლეთ საქართველოში, მეორეს მხრივ, იქნება ნამდვილი ზაფხულის ამინდი მზითა და სიცხით დასავლეთში.
უფრო კონკრეტულად: მიმდინარე კვირის სამუშაო დღეებში - აღმოსავლეთ საქართველოში მზიან დილასა და შუადღეს წვიმიანი საღამო შეცვლის, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე სეტყვა და ელჭექი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში - საპირისპირო სიტუაცია გვექნება, ძირითადად, მოსალოდნელია მზიანი და ცხელი ამინდი, ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო კურორტებზე - მზიანი დღეები გვექნება, ტემპერატურა +30, +32 გრადუსი.
ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე უახლოვდება კომფორტულ ნიშნულს, ამჟამად წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია.
მზის ულტრაიისფერი ინდექსიც მაღალი გვაქვს, ამიტომ მზეზე დიდხანს ყოფნის დროს გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალებები.
ბედნიერ კვირას გისურვებთ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე“.