ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული შ.დ. და 1984 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ს.
"სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ და "მეთადონი", ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.