თეგებით ძიება

The New York Times - აშშ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას გადასცემს

აშშ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

NYT-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კიდევ ერთი Patriot-ის სისტემის გადაცემის გადაწყვეტილება გასულ კვირას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ გამართული მაღალი დონის შეხვედრებისა და შიდა დებატების შემდეგ მიიღო.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ Patriot-ის სისტემა ფრონტის ხაზზე შეიძლება მომდევნო რამდენიმე დღეში განთავსდეს.

ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად Patriot-ის შვიდი სისტემა სჭირდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა