ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვეს
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, მასიური სარაკეტო თავდასხმა, გუშინ სამხრეთ ლიბანში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე „ჰეზბოლას“ პასუხს წარმოადგენს, რომლის შედეგადაც, დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური თალებ აბდულა და კიდევ სამი მებრძოლი დაიღუპა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.