თეგებით ძიება
12. 06. 2024 მსოფლიო

აშშ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

შეერთებული შტატები “დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების და ექსპორტის კონტროლის ზომების გამოცხადებას გეგმავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი დააწესებს მთელ რიგ ახალ ეფექტურ სანქციებს და ექსპორტის კონტროლს იმ ორგანიზაციებისა და ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარებიან.

ამასთან, კირბის თქმით, შეერთებული შტატები „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოაცხადებს ნაბიჯებს, რათა უკრაინას გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაში დაეხმაროს.

ჯონ კირბის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ 50-ე სამიტი 13-15 ივნისს იტალიაში, ბრინდიზში გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა