ფრანგი მომღერალი ფრანსუაზ არდი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფრანგი მომღერალი ფრანსუაზ არდი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
მომღერალი მრავალი წლის განმავლობაში ლიმფომას ებრძოდა.
ფრანსუაზ არდიმ მუსიკალური კარიერა 60-იან წლებში დაიწყო. მას პოპულარობა მოუტანა სიმღერამ „Tous les garçons et les filles“.
როგორც yé-yé მიმდინარეობის წამყვანი ფიგურა, არდი ფრანგული მუსიკალური სცენის მოწინავე ხაზზე აღმოჩნდა და საზღვარგარეთ ყველაზე მოთხოვნადი ფრანგი მომღერალი გახდა.
არდის კინოდებიუტი 1963 წელს როჟერ ვადიმის ფილმში სასახლე შვეიცარიაში შედგა.