თეგებით ძიება

ხიდაშელი - ვაზიანის ბაზის აღება ნიშნავს იმას, რომ თბილისს ვაშიშვლებთ, მას აღარ ექნება სამხედრო დაცვა

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბათუმელბთან ვაზიანის სამხედრო ბაზის შესაძლო გაუქმებაზე საუბრობს:

„ვაზიანს აქვს რამდენიმე ფუნდამენტურად განმასხვავებელი ნიშანი ყველა სხვა ქართულ სამხედრო ბაზასთან შედარებით. პირველი არის ის, რომ ის თბილისის, საქართველოს დედაქალაქის დამცავი ზღუდეა. ვაზიანის ბაზის აღება ნიშნავს იმას, რომ თბილისს ვაშიშვლებთ, მას აღარ ექნება სამხედრო დაცვა".

ბუნებრივია, ეს საკითხში პირდაპირ კავშირშია იმ პროცესთან, რაც მიდის ქვეყანაში: ანტიდასავლური, ანტიამერიკული, ანტინატოური. არ ვიცი, ეს გადატანაა თუ გაუქმება, მაგრამ ფაქტია, რომ ხელის ხლებაა, რაც არის ერთიანი, ანტიდასავლური ოპერაციის ნაწილი.

ჯერ ერთი, ვინ დაგვისაბუთა, რომ ახალი აეროპორტი გვჭირდება, თავი რომ დავანებოთ საერთოდ იმას, თუ სად შენდება. რამე კვლევა, მონაცემები გამოქვეყნდა? როგორც აეროპორტის ხშირი მომხმარებელი, მეც ვამბობ, რომ აეროპორტი არ არის საკმარისი, მაგრამ რით დადასტურდა, რომ არსებული აეროპორტის გაფართოება შეუძლებელია?

გარედან როცა ვუყურებ, პრაღის აეროპორტი, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ტურისტულად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქალაქია, თავისი სიგრძით ამხელა საერთოდ არ არის, რა ტერიტორიაც ჩვენ გვაქვს ახალ ტერმინალსა და VIP ტერმინალს შორის.

უზარმაზარი ტერიტორიაა დღევანდელ აეროპორტს და სამთავრობოს შორის, მათ შორის ძველი აეროპორტია, რომელიც არ ფუნქციონირებს. მე არაპროფესიონალი ვარ და არ მაქვს პრეტენზია, რომ რასაც ამ თემაზე ვამბობ, სწორია, მაგრამ მთავრობამ უნდა დამისაბუთოს, ამის და ამის გამო ასეა საჭიროო.

წყარო: ბათუმელები


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა