"სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს Black Sea Arena?
Black Sea Arena-ზე 28 ივლისს დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში Black Sea Arena ავრცელებს.
"სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია. ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად. დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უახლოეს მომავალში."