თეგებით ძიება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ლაითურის გგს-ში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ლაითურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, რედუცირების კვანძზე ძველი ამორტიზებული ონკანები ახლით შეიცვლება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება, ლაითურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეუწყდებათ.

„აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 14 ივნისის 07:00-დან 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ლაითურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურს, ნარუჯასა და ანასეულის, ასევე ამავე მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლაითური, ლიხაური, ჭანიეთი, თხინვალი, კონჭკათი, მერია, ნაღობილევი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა