თეგებით ძიება

ხელნაწერის შეძენით დიდი რამ გაკეთდა არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ მომავალი თაობისთვის - გია ვოლსკი

დიდი რამ გაკეთდა არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ მომავალი თაობისთვის. ჩვენს ისტორიულ ძეგლებთან და პროექტებთან ერთად, ესეც საგანგებოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის მიერ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის შეძენასა და ოპოზიციაში გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

„ოპოზიცია ისე ლაპარაკობს, თითქოს რაიმე გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის – თეატრებისთვის, ისტორიული ძეგლებისთვის ან ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის. ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს თავიანთი წინდაუხედავი და გეგმაზომიერი ფაშისტური მმართველობის გამო. ამ ადამიანს საყვედურობენ, რატომ მეტი არ გააკეთე, სხვაგანაც პრობლემებიაო. ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება, ადამიანებს რყვნის, მომავალ თაობას არასწორ განცდებს უჩენს. სამწუხაროა, რომ მთელი პროპაგანდისტური აპარატი ამ აღქმებზე მუშაობს. რეალურად, დიდი რამ გაკეთდა არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ მომავალი თაობისთვის. ჩვენს ისტორიულ ძეგლებთან და დიდ პროექტებთან ერთად, ესეც საგანგებოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა