თეგებით ძიება

უკრაინაში მებრძოლ რუსუდან ივანეიშვილს მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა ქართული ეროვნული ლეგიონის სამხედრო მოსამსახურე რუსუდან ივანეიშვილს, რომელიც უკრაინაში,  რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის.

ქართველ მებრძოლს "ბრალი" ასევე დაუსწრებლად, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლით წაუყენეს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში, დაქირავებულის მონაწილეობას გულისხმობს.

რუსუდან ივანეიშვილი 1995 წლის 25 იანვარს ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაბა გელათში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა და სნაიპერული მომზადება გაიარა. ივანეიშვილი  2016 წელს ავღანეთში, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაშიც მონაწილეობდა, ხოლო 2022 წელს, შეუერთდა ქართულ ეროვნულ ლეგიონს და უკრაინაში იბრძვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა