თეგებით ძიება
12. 06. 2024 მსოფლიო

სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნო - პროცესის დეტალები

3-საათიანი მსჯელობის შემდეგ დელავერის სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების ჟიურიმ ბრალდების ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნო ჰანტერ ბაიდენი - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილი. 

ეს ამერიკულ ისტორიაში მოქმედი პრეზიდენტის შვილის გასამართლების პირველი შემთხვევაა. 

ეს ბაიდენის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიდან ერთ-ერთია, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას გულისხმობ. სექტემბერში დაიწყება ჰანტერ ბაიდენის მეორე სასამართლო პროცესი, რომელიც პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც შესაძლოა უფრო საშიში იყოს, რადგანაც საქმე გადასახადებისგან თავის არიდებას ეხება. 

ჰანტერ ბაიდენის დღეს დამტკიცებული ბრალდება მაქსიმუმ 25-წლიანი პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა მუხლის სპეციფიკისა და იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბაიდენის პირველი დანაშაულია, მოსალოდნელია მოსამართლემ მაქსიმალურად მკაცრი განაჩენი გამოიტანოს. 

განაჩენი მოსამართლემ მომდევნო 120 დღის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს. ამერიკული სამართლის სპეციალისტები ამბობენ, ამ მუხლით აღძრული საქმეების რიცხვი დაბალია - ბრალდების მტკიცებით, ჰუნტერ ბაიდენმა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის დროს იცრუა, რომ არ მოიხმარდა ნარკოტიკებს. 

სასამართლოს დასრულების შემდეგ, ბაიდენის ადვოკატმა აბე ლოველმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე პატივს ცემს ჟიურის გადაწყვეტილებას, თუმცა იმედგაცრუებულია განაჩენით და მის შესაცვლელად ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს. 

იმედგაცურების შესახებ განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ჰანტერ ბაიდენმაც და მადლობა გადაუხადა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მხარდაჭერისთვის. 

ჟურის სხდომა 3 საათი გრძელდებოდა - ვერდიქტი ბაიდენის ოჯახის წევრებისთვის მოულოდნელად სწრაფად გამოცხადაა და ამ მომენტში დარბაზში არ იმყოფებოდა პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი. 

ბრალდების მხარე ირწმუნებოდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ბაიდენი აქტიურად მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ხოლო შესყიდვის ფედერალურ განაცხადში მოიტყუა, რომ ფხიზელი ცხოვრების წესს ეწეოდა. 

თავის მხრივ დაცვის მხარე ირწმუნებოდა, რომ იარაღის შეძენამდე ცოტა ხნით ადრე ჰანტერ ბაიდენი კალიფორნიის ერთ-ერთი რეაბილიტაციური დაწესებულებაში მკურნალობის კურსი გაიარა და იარაღის შეძენის პერიოდში არ მოიხმარდა კოკაინსა და ე.წ. კრეკს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა