ზუკა ბერძენიშვილი კლინიკიდან გაწერეს
სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი კლინიკიდან გამოწერეს. მას გუშინ, თავდასხმის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ბერძენიშვილს ყბა-სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული.
ზუკა ბერძენიშვილს გუშინ, 11 ივნისს, საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმიდან 24 საათის შემდეგაც კი სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ მოძალადეები.