თეგებით ძიება

წყალმა ავტომობილები წაიღო, დახოცილია შინაური ფრინველი და საქონელი - ხარაგაულში სტიქიას ებრძვიან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დამანგრეველი სტიქიის შედეგებს ებრძვის. სტიქიის ეპიცენტრი სოფელი გედსამანიაა, სადაც უხვმა ნალექმა მდინარე უხადურას ადიდება გამოიწვია. კალაპოტშეცვლილმა მდინარემ მიმართულება დასახლებული ტერიტორიისკენ აიღო და გაანადგურა ყველაფერი რაც, გზად შეხვდა.

წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებსა და დამხმარე ნაგებობებშიც შეაღწია. მდინარემ ადგილობრივების ავტომობილებიც წაიღო. დახოცილია შინაური ფრინველი და საქონელი. დატბორილია ეზოები და ბაღები.

განადგურებულია ინფრასტრუქტურაც. გზა მდინარის მიერ მოტანილი ლოდებით არის დაფარული. დანგრეულია ხიდებიც. ტრანსპორტი ვეღარ მოძრაობს. ზოგიერთ სახლამდე კი, ფეხით მისასვლელი გზაც არ არის.

უხვი ნალექი და მდინარის ადიდება არ უკვირთ ადგილობრივებს, თუმცა დღეს სოფლის მცხოვრებლები კურიერთან ჰყვებიან, რომ მსგავსი მასშტაბის წყალმოვარდნა გედსამანიაში არავის ახსოვს.

რუსთავი 2


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა