ხანძარი ახალციხეში - 5 სართულიანი კორპუსიდან 44 ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ღამით ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივ მედია "სამხრეთის კარიბჭესთან" ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი კორპუსის სახურავზე დაახლოებით 00:00 საათზე გაჩნდა. ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.