თეგებით ძიება

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, პრეზიდენტი NATO-ს ელჩად მის დანიშვნას ხელს არ აწერს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის NATO-ში ელჩად დანიშვნას ხელს არ აწერს. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს, რასაც მათ თავად ბურჭულაძე უდასტურებს. 

ასევე, ბურჭულაძე „მთავართან“ ამბობს, რომ ზურაბიშვილი ხელს არც სხვა ელჩების დანიშვნას აწერს. გარდა ამისა, მისივე თქმით, რადგან პრეზიდენტმა რამდენჯერმე დაბლოკა ელჩების კანდიდატურები, საგარეო უწყებამ მასთან კანდიდატურების წარდგენა შეწყვიტა. 

"პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ. თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას.

აღარ წარადგენს  მე როგორც ვიცი საგარეო, იმიტომ რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, მე როგორც ვიცი, აღარ წარადგენენ [კანდიდატურებს]", - ამბობს ყოფილი მინისტრი.

კითხვაზე, თუ რატომ არ აწერს ხელს, ბურჭულაძე აღნიშნავს:

"მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს", - განაცხადა ბურჭულაძემ. 

მისი თქმით, მას კომუნიკაცია აქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან და "სხვა ქვეყანაში ელჩობასაც" განიხილავენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა