თეგებით ძიება

"სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ვერ კითხულობს და ჰგონია, რომ ისაა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი" - შალვა პაპუაშვილი

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ას ვერ კი­თხუ­ლობს და მას ჰგო­ნია, რომ ის არის სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი - ის წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა­ში ვი­ნა­ი­დან, ნახა, რომ აქვს უცხო ძა­ლე­ბი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­და­ჭე­რა",- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რა ინ­ფორ­მა­ცია აქვს მას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პრე­ზი­დენ­ტი ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ელ­ჩებს არ ნიშ­ნავს.

"ამ ეტაპ­ზე კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბია არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია. [სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან] არა თუ პრე­ტენ­ზია გვაქვს, რო­გორც გახ­სოვთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში თა­ვის დრო­ზე. ზუს­ტად იმი­ტომ, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ას ვერ კი­თხუ­ლობს და მას ჰგო­ნია, რომ ის არის სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. მან ერთხელ უკვე და­არ­ღვია კონ­სტი­ტუ­ცია, რო­დე­საც ისე წარ­მო­ა­ჩენ­და, თით­ქოს შე­ეძ­ლო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტე­ბი თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ერთი პე­რი­ო­დი ელ­ჩებს არ ნიშ­ნავ­და, თით­ქოს მისი გა­და­სა­წყვე­ტია სად იყოს ელჩი და სად - არა; თით­ქოს უნდა ჩა­ე­რი­ოს და თა­ვად გან­სა­ზღვროს. ესეც, რა თქმა უნდა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვაა.

მთე­ლი სა­კი­თხი რა­შია - ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიღ­მა იკა­ვებს თა­ვის პო­ზი­ცი­ას. არ­სე­ბობს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ მან და­არ­ღვია კონ­სტი­ტუ­ცია და ეს არის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი. ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვის პო­ზი­ცი­ას ინარ­ჩუ­ნებს, ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხრი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა­ში ხე­ლის­შე­წყო­ბა. დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გან­გრძო­ბი­თად ერ­თად არ­ღვე­ვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ას იმით, რომ ის კვლავ არის იმ პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­დაც არის. ეს შემ­დეგ სხვა დარ­ღვე­ვებს ახა­ლი­სებს.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა­ში ვი­ნა­ი­დან, მან ნახა, რომ აქვს უცხო ძა­ლე­ბი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­და­ჭე­რა. ეს არი­სა დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა