თეგებით ძიება

ქალი გასულია კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ... მთლიანად გადართულია პატრონების დავალებების შესრულებასა და ქვეყნის მტრობაზე - ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე

ქალი გასულია კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ, ის რაც მის მოვალეობაში შედის, ბლოკავს, ფეხბურთელებს არ აჯილდოებს, ელჩებს არ ნიშნავს და ა.შ. მთლიანად გადართულია პატრონების დავალებების შესრულებასა და ქვეყნის მტრობაზე, თან ისეთი უტიფარი და უღირსია უთავმოყვარეოდ იტანს იმ ზიზღს და ლანძღვას, რასაც ქართული საზოგადოება არ იშურებს მის მიმართ, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ.

„მეტი რა უნდა გააკეთოს ფსკერს ქვემოთ მყოფმა ამ ქალმა, რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანოს. ქალი გასულია კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ, ის რაც მის მოვალეობაში შედის, ბლოკავს, ფეხბურთელებს არ აჯილდოებს, ელჩებს არ ნიშნავს და ა.შ. მთლიანად გადართულია პატრონების დავალებების შესრულებასა და ქვეყნის მტრობაზე, თან ისეთი უტიფარი და უღირსია უთავმოყვარეოდ იტანს იმ ზიზღს და ლანძღვას, რასაც ქართული საზოგადოება არ იშურებს მის მიმართ. ალბათ კიდევ მეტს უნდა ველოდოთ ამ ქალისგან, მაგრამ ის არ იცნობს კარგად იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტად ძლივს გაიყვანა მისმა ამომრჩეველმა, ქართველს მოთმინების ფიალა არ უნდა აუვსო, თორემ... “, - წერს ფოჩხუა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა