თეგებით ძიება

ტყვია, დარიშხანი და ვერცხლისწყალი - მამულაშვილი მოწამვლაში რუსეთის დავალებით, ქართული სპეცსამსახურების კვალს ხედავს

გერმანიაში მომზადებულ ლაბორატორიულ დასკვნაში წერია, რომ მამუკა მამულაშვილის სისხლში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მომწამლავი ნივთიერებები აღმოჩნდა. კერძოდ - ტყვია, დარიშხანი და ვერცხლისწყალი. 

მამულაშვილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც უკრაინელ ექიმებს ეჭვი გაუჩნდათ და ანალიზები გერმანიაში გადაგზავნეს. მომწამლავი ნივთიერებები მამულაშვილის ორგანიზმში საკვების მიღების გზით მოხვდა, თუმცა ქართველ მებრძოლს არ ახსოვს რა ვითარებაში.

მამულაშვილი ქართული სპეცსამსახურების შესაძლო კვალზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი რუსეთის დავალებებს ასრულდებენ:

"როგორც ექიმები იძახიან, ეს მოხდა საკვების მიღებით. მოგზავნილი იყო ვინც მუშაობს ქართულ სპეცსამსახურებზე, ტირე, რუსულ სპეცსამსახურებზე იმიტომ, რომ დღეს საქართველოს მთავრობა ჩვენდა სამწუხაროდ, არის რუსული მთავრობის წარმომადგენელი და ესეთი პირები ჯერ კიდევ უკრაინაში იმყოფებიან", - ამბობს მამუკა მამულაშვილი "მთავართან" საუბარში 

საქმით უკვე დაინტერესდნენ უკრაინის საგამოძიებო უწყებები. მამულაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სისხლში ამ ნივთიერებების რაოდენობა დაწეულია და საგანგაშო ნიშნულზე აღარაა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა