გრიგოლ ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს დასცინა - რომან გოცირიძე
არ ვიცი უნდოდა თუ ასე გამოვიდა, მაგრამ [გრიგოლ] ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს დასცინა , - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარში “არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები”.
გოცირიძის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადების გამოსწორებას შეეცადა, თუმცა გამოსწორების ნაცვლად პირიქით დაცინვა გამოუვიდა.
“არ ვიცი, უნდოდა თუ ასე გამოვიდა, მაგრამ [გრიგოლ] ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს დასცინა. კობახიძე არაჯენტლმენურად მოიქცა, როდესაც ირიბად და მეგობრულად ნათქვამი რჩევა, რომ “ ხომ ხედავთ, რა არეულობა მსოფლიოში, რა მოხდა სლოვაკეთში, იმ კაცს [ფიცოს] ესროლეს და რად გვინდა დამატებითი დაძაბულობისა და კონფრონტაციის შეტანა საზოგადოებაში” - აი, ამ ტექსტით მეგობრული რჩევა მან აღიქვა, თითქოს ვიღაცა, რა თქმა უნდა, იგულისხმება - აშშ, აპირებს კობახიძის მოკვლას. ვის რაში სჭირდება კობახიძე? კობახიძის ნაირი არის 150 კაცი პარლამენტში. ერთი კობახიძე მეორე მათიკაშვილით ჩანაცვლდება - რა განსხვავებაა? ვის რაში სჭირდება კობახიძის მოკვლა? სინამდვილეში, აქ ირიბად იგულისხმება - “აი ბიძინას მოგვიკლავენ ეს სპეცსამსახურები”. ძალიან ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა[ირაკლი კობახიძემ], რომლითაც ნულამდე დასწია ქვეყნის და ხელისუფლების რეპუტაცია. როგორც ჩანს, ლილუაშვილი ამის გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ გამოსწორების ნაცვლად პირიქით პრემიერ-მინისტრის დაცინვა გამოუვიდა”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში “არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები”.