„მე არ მბლოკავს სალომე ზურაბიშვილი“ - რას აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე?
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს „მთავარ არხთან” განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს ხელს არ აწერს.
მისი თქმით, ამის გამო პრეზიდენტს ელჩების კანდიდატურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარც უგზავნის.
შემდეგ კი ჯუანშერ ბურჭულაძემ „ტვ პირველთან” დააზუსტა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირადად მას არ ბლოკავს და ელჩობის კანდიდატურები პრეზიდენტთან, სავარაუდოდ, არჩევნებამდე არ გადაიგზავნება.
„მე არ მბლოკავს სალომე ზურაბიშვილი. არ გაგზავნილა ქალბატონ ზურაბიშვილთან ჩემი კანდიდატურა. იმიტომ, რომ, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არჩევნებამდე არ გაიგზავნება კანდიდატურები. არ გადაუფიქრებიათ ჩემი კანდიდატურა. პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ მქონია, იმიტომ, რომ პრეზიდენტთან მას შემდეგ უნდა გქონდეს კომუნიკაცია, რაც გადაიგზავნება.
მე არ გადამიფიქრებია [ელჩობა] ამ ეტაპზე და რომ მივიღებ შემოთავაზებას, შემდეგ საბოლოოდ კიდევ ერთხელ მივიღებ გადაწყვეტილებას”. – ამბობს ბურჭულაძე.