თეგებით ძიება

"სითბური ტალღა დაფარავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში სითბური ტალღა დაფარავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს.

„მომდევნო 2 დღის განმავლობაში სითბური ტალღა დაფარავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს. კერძოდ, ტემპერატურა +32...+35-მდე, ზოგან +37-მდეა მოსალოდნელი.

+36 გრადუსამდე დაცხება - იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში, რაც შეეხება აღმოსავლეთის რეგიონებს +34 გრადუსი იქნება მაქსიმალური ტემპერატურა, მათ შორის დედაქალაქშიც.

სანაპირო კურორტებზე - ასევე ცხელი დღეები გვექნება +33 გრადუსამდე დაცხება, მაგრამ მომატებული ტენიანობა გააძლიერებს სითბოს ეფექტს.

მაღალი ტემპერატურისა და მოწმენდილი ცის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ანტიციკლონი, რომელიც მშვენიერ მზიან დღეებს გვჩუქნის ჩვენი რეგიონების დიდ ნაწილზე.

შაბათს შუადღის შემდეგ შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს ამინდის მხრივ, თუმცა ამ ყველაფერზე შემდეგ მოგიყვებით.

გისურვებთ სასიამოვნო დღეებს“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა