თეგებით ძიება

საგანგებო მიმართვა და გაფრთხილება საზოგადოებას - რა შეტყობინებებს იღებენ მოქალქეები და რა უნდა იცოდეთ, თაღლითობის მსხვერპლი, რომ არ გახდეთ

დღევანდელ დღეს თაღლითებისთვის ყველაზე ადვილად მისაწვდომ და მიმზიდველ სამიზნეს სწორედ ინტერნეტმომხმარებლები წარმოადგენენ. ტექნოლოგიურმა განვითარებამ თაღლითობის თვალსაზრისით ახალი სახის რისკები წარმოქმნა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა დაცვის მექანიზმი, ადამიანები მაინც უშვებენ ერთი შეხედვით უწყინარ შეცდომებს და მომენტალურად ე.წ. ფიშინგის მსხვერპლნი ხდებიან.

თემა მუდმივად აქტუალურია, თავდაცვის მექანიზმებით კი შემუშავებული, თუმცა ამბავი, რომელზეც დღეს გიყვებით, ახალ, თანამედროვე და დახვეწილი სქემის დეტალებს მოიცავს.

თაღლითების ამ ჯგუფზე არავითარი ინფორმაცია არ არსებობს. მათი სცენარის ბოლო ერთია, მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი იცვლება და მის ადგილას ახალი ჩნდება, ეს ყველაფერი კი დაუსრულებელ წესს ჰგავს, რომელიც რეალურად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დანაშაულია.

როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე ამბობს, საქართველოში ჰაკერული შეტევები საკმაოდ გახშირდა. თავდაცვის საუკეთესო მექანიზმი კი ინფორმაციული თავდაცვაა, უცნაურ ლინკებზე არგადასვლა და სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისგან თავშეკავება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა