თეგებით ძიება

ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სპორტი განვითარებულია, პოლიტიკოსების ვალდებულებაა, დააფასონ სპორტი და სპორტსმენები - მიხეილ ყაველაშვილი

მნიშვნელოვანია სპორტსმენი გრძნობდეს ყურადღებას, რადგან ისიც ამ ქვეყნის შვილია, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სპორტი განვითარებულია, პოლიტიკოსები ვალდებულები არიან პატივი სცენ სპორტს და სპორტსმენებს.

„ჩემი სპორტსმენობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ყურადღება გვაკლდა. არადა ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენი გრძნობდეს ყურადღებას, რადგან ისიც ამ ქვეყნის შვილია.

მე ვიცი როგორია სპორტსმენის შინაგანი განწყობა, მისთვის ყურადღებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სპორტი განვითარებულია, პოლიტიკოსების ვალდებულებაა, რომ დააფასონ სპორტი და სპორტსმენები,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა