თეგებით ძიება

ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო მაცხოვრებლების სასწრაფო ევაკუაცია მოხდა

13 ივნისს, ახალციხეში, თამარაშვილის 25-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მთლიანად მოედო სახურავს. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. შენობიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ინფომაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ხანძარი კორპუსის სახურავზე დაახლოებით 00:00 საათზე გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, კორპუსიდან ყველა მაცხოვრებელი ევაკუირებულია.

„სახლში ვიყავი, კარებზე დამიკაკუნეს ხანძარიაო და გავიქეცით. რა მოხდა არ ვიცით...“,-ამბობს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი „სამხრეთი კარიბჭესთან“.

ხუთსართულიან კორპუსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს–მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ–ის 187–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, სხვისი ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა