თეგებით ძიება

პარლამენტის დარბაზში ვხედავთ ცარიელ სკამებს, სწორედ ასეთი დაცარიელებულები არიან შინაარსისგან და ასეთ შედეგებსაც მიიღებენ უახლოეს - ამილახვარი ოპოზიციაზე

დღეს მე მგონი, ყველაზე ნათლად გამოჩნდა კიდევ ერთხელ ამ დარბაზში, ვის ადარდებს განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობის პოლიტიკა, თორემ კითხვების და პრობლემების მეტი რა არის, შეეძლოთ ეს შესაძლებლობა გამოეყენებინათ, ვხედავთ ცარიელ სკამებს, სწორედ ასეთი დაცარიელებულები არიან შინაარსისგან და ასეთ შედეგებსაც მიიღებენ უახლოეს არჩევნებში, - ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ოპოზიციის ნაწილის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას.

ამილახვარმა მმართველ გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაცილებით ფართომასშტაბიანად, მხოლოდ ეს ფლიგელი არ ეყოფა, არამედ ეს მხარეც საჭირო გახდება და სწორედ ამ ტემპით, ამ შემართებით გავაგრძელებთ ყველა იმ პრობლემასთან ჭიდილს, რომელიც დღეს ჩვენს სფეროში გვაქვს. ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ, ალბათ, ამ მოწვევის პარლამენტში აღარ მექნება და თითოეულ კოლეგას მინდა უმრავლესობიდან მადლობა გადაგიხადოთ, ბევრი წუთი, საათი გაგვიტარებია, ამ და სხვა დარბაზებში ამ შენობაში, ერთად გვიბრძოლია, ერთად გაგვიკეთებია საქვეყნო და ეროვნული საქმე და თითოეულ თქვენგანს მეგობრობისთვის მინდა მადლობა გითხრათ. ჩემი მხრიდან პატივი იყო და არის თქვენი გუნდის წევრობა“, - განაცხადა ამილახვარმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა