თეგებით ძიება

ეგ ხელისუფლების ცვლილების მერე აუცილებლად გასაკეთებელია - ალეკო ელისაშვილი

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი რომ იყიდა ივანიშვილმა და ის რომ საქართველოში დაბრუნდება არის კარგი. ცუდი ის არის რომ 30 წელია სახელმწიფომ და კულტურის სამინისტრომ არ ან ვერ შექმნეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ - კულტურული მემკვიდრეობის ნივთების შემსყიდველი ფონდი, რომელიც მნიშვნელოვან ნივთებს შეისყიდის როგორც ადგილობრივებისგან, ასევე უცხოელებისგან. ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ ფონდის შექმნას ყველა პატიოსანი ქართველი კოლექციონერი სთავაზობდა კულტურის ყველა მინისტრს. 

"მეც შემითავაზებია ოცნებისთვის, მაგრამ არავინ შეიბერტყა ყური. არადა, ეს ფონდი რომ არსებობდეს, ჯერ უამრავი ძალიან ღირებული ნივთი არ გავიდოდა ქვეყნიდან და შემდეგ, ასევე, უამრავი ნივთი დაბრუნდებოდა საქართველოში. წლიდან წლამდე რამდენიმე მილიონიან ათეულ მილიონიან ფონდზეა ლაპარაკი. ეგ ხელისუფლების ცვლილების მერე აუცილებლად გასაკეთებელია" - წერს ელისაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა