თეგებით ძიება
13. 06. 2024 მსოფლიო

თვალს ვადევნებთ ერევანში აქციებს, მოვუწოდებთ მომიტინგეებს, შეკრების თავისუფლების უფლება გამოიყენონ პასუხისმგებლობით, ძალადობისგან თავის შეკავებით - სომხეთში აშშ-ის საელჩო

სომხეთში აშშ-ის საელჩო მომიტინგეებს მოუწოდებს, პასუხისმგებლობით გამოიყენონ შეკრების თავისუფლების უფლება ძალადობისგან თავის შეკავებით.

სომხეთში აშშ-ის საელჩოს განცხადების თანახმად, დემოკრატიული პროცესი არის პოლიტიკური დავების გადაჭრის გზა.

„აშშ-ის საელჩო თვალს ადევნებს ერევანში მიმდინარე აქციებს. მოვუწოდებთ მომიტინგეებს, პასუხისმგებლობით გამოიყენონ შეკრების თავისუფლების უფლება ძალადობისგან თავის შეკავებით. დემოკრატიული პროცესი არის პოლიტიკური დავების გადაჭრის გზა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან წესრიგი ისე, რომ დაცული იყოს მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებები და გამოიძიონ ნებისმიერი ინციდენტი, რომლის დროსაც შეიძლება დაირღვეს პროცედურები, მათ შორის ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთში აქციები 20 აპრილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივ დათმობებს აპროტესტებენ.

12 ივნისს ერევანში აქციაზე 98 ადამიანი დააკავეს. ვითარება განსაკუთრებით სომხეთის პარლამენტის შენობასთან დაიძაბა, სადაც ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. სამართალდამცველებმა სცადეს, დემონსტრანტები პარლამენტის ღობიდან მოეშორებინათ და ამ მიზნით ხმოვან-მანათობელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 101 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან პოლიციელები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა