იმედია ბევრი ქართველო მოახერხებს თამაშზე დასწრებას - ისინი, ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციის წყარო არიან - ნიკა კვეკვესკირი
ველოდებით ქართველ გულშემატკივარს, რადგან ისინი ძალიან დიდი მოტივაციის წყარო არიან ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა მედიასთან განაცხადა.
„იმედია ძალიან ბევრი ქართველო მოახერხებს თამაშზე დასწრებას“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.