როგორ უნდა ჩავატაროთ ბინის დეზინფექცია, როცა შინაური ცხოველები გვყავს
თუ სახლში არის კატა ან ძაღლი, მფლობელებმა უნდა შეიძინონ ან დაამზადონ საკუთარი სპეციალური საწმენდი საშუალებები.
ეს აუცილებელია დეზინფექციისთვის, ბაქტერიებისა და ბეწვის, ასევე მძაფრი სუნის მოსაშორებლად.
ექსპერტები გვირჩევენ, ფრთხილად მოვაშოროთ ცხოველების შარდი ზედაპირებიდან, რადგან ის შეიცავს ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიებს. სუნის მოსაშორებლად რეკომენდებულია ლაქის მოცილების შემდეგ ზედაპირზე სოდა ან დაფქული ყავა მოვაფრქვიოთ. შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.
გააჩერეთ პროდუქტი მთელი ღამის განმავლობაში, რათა შეიწოვოს სუნი და მოწმინდეთ დილით.
ასევე რეკომენდებულია წყალბადის ზეჟანგის გამოყენება, შემდეგ კი საპნის ხსნარი. ასევე იატაკი შეიძლება გაირეცხოს სპეციალური პროდუქტებით, რომლებიც იყიდება შინაური ცხოველების მაღაზიებში. ასეთი გელები და აეროზოლები ხელს უწყობს ზედაპირების დეზინფექციას და ეფექტურად აღმოფხვრის სუნს.
შეგიძლიათ დაამზადოთ იატაკის გამწმენდი საკუთარი ხელით.
ამისათვის შეურიეთ 300 მლ ვაშლის ძმარი, 15 მლ თხევადი სარეცხი საშუალება, 5 მლ ლავანდის და ფიჭვის ეთერზეთები და 15 მლ ლიმონის ზეთი. ეს პროდუქტი ხელს უწყობს არა მხოლოდ იტაკის იმ ადგილის გაწმნედას, სადაც ცხოველის შარდი მოხვდა, არამედ მის დეზინფექციას.
ვეტერინარები გვაფრთხილებენ, რომ სასეირნოდ მყოფმა აუცრელმა და პარაზიტებზე დაუმუშავებელმა ცხოველებმა შეიძლება ქუჩიდან ადამიანებზე გადამდები დაავადებები მოიტანონ. მათ შორისაა ცოფი, ჯილეხი ან ლეპტოსპიროზი.
წყარო: მკურნალი