თეგებით ძიება

რუსთავში ავტომობილი მამა-შვილს დაეჯახა

წუხელ, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ქვეითთა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომობილი მამა-შვილს დაეჯახა.

დაშავებული კაცი და მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა