თეგებით ძიება

„თქვენი დამსახურებაა, რომ ამ კვირაში, ორი კაცი გადავარჩინეთ უეჭველ სიკვდილს“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?

მართლა არ მჯერა და ყველაფერი გამოვიდა - ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ქუჩაში მცხოვრები მამაკაცის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

„მართლა არ მჯერა და ყველაფერი გამოვიდა

გაიღვიძა მართლა ქალაქმა და კაცი გადაიყვანა სასწრაფომ კლინიკაში. ფეხები  დაუმუშავეს და შანსი არის რომ ამპუტაციას გადაურჩეს .. 

საქმეში ჩაერთო ეროვნული ზრუნვის სააგენტო, პირადად უფროსი იყო მოსული და თავისი ხელით გადაიყვანა პანსიონატში, სადაც მოუვლიან, იზრუნებენ და უმკურნალებენ  ჩვენც ყველაფერში გვერდით ვეყოლებით.

თქვენი დამსახურებაა, რომ ამ კვირაში, ორი კაცი გადავარჩინეთ უეჭველ სიკვდილს. თქვენი ხმა მიდის ყოველთვის იქამდე, სადაც საჭიროა და ყველაფრისთვის მილიონი მადლობა.

ვაგრძელებთ ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ავადმყოფების დაბინავებას ნელნელა ყველაფერს გეტყვით - წერს აკა სინჯიკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა