თეგებით ძიება
14. 06. 2024 მსოფლიო

ზელენსკი - უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს კიდევ 10 ქვეყანასთან ამზადებს

უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან შეთანხმების გაფორმებით, რომლებსაც ხელი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ახლა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.

„ჯამში უკვე გაფორმებულია 17 ხელშეკრულება, ხელმოწერისთვის კიდევ 10-ს ვამზადებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება შეიცავს დებულებებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება კონგრესს წარედგინება და ის იურიდიულად სავალდებულო იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა